გართობა
20 მაისი - ჯინსის დაბადების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

20 მაისი მეტროლოგიის საერთაშორისო დღეა.

20 მაისი კარტოგრაფების დღეც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბელგიელმა კარტოგრაფმა აბრაამ ორტელიუსმა შეიმუშავა თანამედროვე ატლასის პროტოტიპი. ეს ამბავი 1570 წელს მოხდა.

1752 წელს რუსი შტურმანმა სემიონ ჩელიუსკინმა ძაღლების მარხილით ევრაზიის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში ერთ -ერთ კონცხამდე მიაღწია რომელსაც ეწოდა კიდეც მისი სახელი ჩელიუსკინის კონცხი.

1801 წელს პორტუგალიასა და ესპანეთს შორის დაიწყო სამწლიანი ომი, რომელსაც ფორთოხლის ომის სახელი ეწოდა.

1851 წელს კანადაში პირველი საფოსტო მარკები გმოუშვეს.

1873 წელს ფირმა "ლივასმა" მიიღო ლიცენზია გამოეშვა შარვალი უცნაური ქსოვილიდან. ეს დღე ითვლება ჯინსის დაბადების დღედ.

1875 წელს 17-მა ქვეყანამ შეიმუშავა მეტროლოგიური კონვენცია.

1895 წელს ნიუ- იორკში პირველი კომერციული კინოჩვენება გაიმართა.

1932 წელს საბჭოთა კაშირში პირველად გამოიყენეს ტერმინი სოციალისტური რეალიზმი.

1967 წელს ბბც მ აკრძალა "ბითლზის სომღერა A Day in the Life. მიზეზი ტექსტი გახლდათ, რომელშიც ნარკოტიკების პროპაგანდა დაინახეს.

Print
თეგები: #20 მაისი