გართობა
19 მაისი - უცნაური ბუნებრივი მოვლენების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

19 მაისს ვიეტნამის რესპუბლიკაში ვინმე ბელადის ხო ში მინის დღეობას აღნიშნავენ, დანია ლოცვის დღეს აღნიშნავს, რუსები არც მეტი არც ნაკლები რუსული ღუმელის თარიღს, თურქმენეთი - პოეზიის დღეს, თურქეთი - ახალგაზრდობისა და სპორტის, ფინეთი დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს.

1538 წელს ლონდონში თავი მოკვეთეს ანა ბოლეინს სახელმწიფოსა და მეუღლის ღალატისთვის.

1571 წელს ფილიპინებზე დაფუძნდა ქალაქი მანილა.

1649 წლის 19 მაისს ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა.

1712 წელს პეტრე I-მა დედაქალაქი მოსკოვიდან სანკტ- პეტერბურგში გადაიტანა.

1728 წელს კი გადაიფიქრა და უკან დააბრუნა.

1780 წლის 19 მაისს აუხსნელი მოვლენა მოხდა, ანუ ჩრდილოეთ ამერიკაში მზე ჩაქრა რამდენიმე ხნით, მთვარე ახალი ინგლისის ტერიტორიიდან ისე ჩანდა როგორც სისხლისფერი სფერო. ამ დღეს შავი დღის სახელით მოიხსენიებენ ისტორიაში.

1798 წელს ნაპოლეონმა დაიწყო ლაშქრობა ეგვიპტეში.

1801 წელს სუვოროვს ძეგლი დაუდგეს.

1802 წელს კი ნაპოლეონმა დაარსა საპატიო ლეგიონის ორდენი.

ამასობაში 1897 წელს ოსკარ უაილდი ციხიდან გამოუშვეს.

1910 წლის 19 მაისს დაბრუნდა კომეტა გალეა, რამაც დიდი პანიკა შექმნა. გავრცელდა ხმები რომ კომეტის კუდში რაღაც მომწამვლელს შეიცავდა ამიტომ ბაზრზე გამჩნდა ამ შხამის სააწინაღდეგო აბებიც. თუმცა, კომეტას არავინ მოუწამლავს ისე გამოჩდა და გაქრა კაბადონიდან.

1921 წელს ამერიკამ ემიგრანტებზე კვოტა დააწესა, განსაკუთრებით დაბლოკეს, რუსეთიდან, საბერძნეთსა და იტალიიდან შემომსვლელები.

1979 წელს ერიკ კლეპტონსოა და პატი ბოიდის ქორწილი გაიმართა.

1991 წელს ქუვეითის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელმაც სადამ ჰუსეინის გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვა.

Print
თეგები: #19 მაისი