გართობა
18 მაისი - ევროპის ყველაზე მდიდარი მემკვიდრის დანიშვნის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.

1152 წლის 19 მაისს პუატიეში ელეონორა აკვინელი ევროპის ყველაზე მდიდარი მემკვიდრე დაინიშნა ნორმანდიის ჰერცოგ პლანტაგენეტზე.

1268 წელს ეგვიპტელმა მამელუქებმა დაიპყრეს ანტიოქია.

1274 წელს ლიონის მეორე საეკლესიო კრებამ უარი თქვა მორიგ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე.

1573 წელს ინგლისის საიდუმლო კრებამ მწერალმა ქრისტოფერ მარლოს დაპატიმრება ბრძანა.

1652 წელს როდ -აილენდში პირველად ჩრდილოეთ ამერიკაში აიკრძლა მონობა.

1724 წელს ეკატერინე პირველის კურთხევა მოხდა რუსეთის იმპერატორად.

1787 წელს ტულუზელმა ოსტატებმა პირველად მოახერხეს მინაზე გრავირება.

1804 წელს ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერიის იმპერატორად გამოაცხადეს.

1848 წელს ფრანკფურტში გაიხსნა სრულიად გერმანიის პარლამენტი.

1888 წელს გამოვიდა გრამოფონის პირველი ფირფიტა.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ნორმა ტოლმაჯიმ 1927 წელს შემთხვევით ფეხის კვალი დატოვა გაუმშრალ ასფალტზე, რამაც საფუძველი დაუდო ჰოლივუდის ბულვარზე კინოვარსკვლავების მიერ კვალის დატოვების ტრადიციას.

1945 წელს ადმირალმა კარლ დიონიცმა გამოსცა დეკრეტი, სადაც აღინიშნა გერმანული არმიის მონაწილეობის არმიღება საკონცენტრაციო ბანაკებში მომხდარ სისსტიკეებზე.

1958 წელს ფილმმა "მიფირნავენ წეროებმა" კანის ოქროს პალმის რტო მიიღო.

1974 წელს ინდოეთი გახდა მეექვსე სახელმწიფო რომელსაც ატომური ბომბი ქონდა.



Print
თეგები: #18 მაისი