გართობა
9 მაისი - ევროპის, ინდიელების და კოკა-კოლას შექმნის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.

9 მაისი ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ევროპის დღეც არის.

ამერიკაში კი 9 მაისს ინდიელების დღე აღინიშნება.

ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ინდიელებისთვის ალბათ, არც თუ საყვარელი ქრისტეფორე კოლუმბი 9 მაისს 1502 წელს მცირე ეკიპაჟით გაემგზავრა თავის უკანასკნელ მეოთხე ექსპედიციაში ამერიკის მიმართულებით.

1719 წელს რუსეთიდან იეზუიტები გააძევეს.

1754 წლის 9 მაისს ბენჯამით ფრანკლინმა გამოაქვეყნა პირველი ამერიკული კარიკატურა.

1832 წელს სემინოლების ტომის ინდიელებმა ფლორიდის მიწები მიყიდეს აშშ-ს თავად კი მისისიპის სანაპიროებზე გადასახლდნენ.

1886 წლის 9 მაისი კოკა-კოლას შექმნის მეორე სავააუდო თარიღია.

1913 წელს საფრანგეთის ეკრანებზე "ფანტომასის" პირველი ეკრანიზაცია გამოვიდა.

1922 წელს სრულიად რუსეთის პატრიარქი ტიხონი დააპატიმრეს.

1926 წელს ამერიკელმა მფრინავმა ფლოიდ ბენეტმა და პოლარულმა მკვლევარმა და მოგზაურმა რიჩარდ ბერდმა პირველად გადაუფრინეს ჩრდილოეთ პოლუსს.

1936 წელს მუსოლინიმ გამოაცხადა რომ ეთიოპია იტალიას შემოუერთდა.

სამაგიეროდ, 9 წლის შემდეგ გენერალ ფერდმარშალმა ვილჰელმ კეიტელმა ხელი მოაწერა ფაშისტური გერმანიის სრული კაპიტულაციის აქტს.

Print
თეგები: #9 მაისი