გართობა
7 მაისი - გაზაფხულის, კაპიტულაციისა და ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

7 მაისს სხვდასხვა ქვეყნებში - რადიოს, ლოცვის, სამშობლოს, პრესის აღორძინებისა და გაზაფხულის დღე აღინიშნება.

ინგლისში შეეძლოთ თეატრის დღე აღენიშნათ, რადგან 1663 წლის 7 მაისს ინგლისის ცენტრში სამეფო თეატრი დაარსდა, თუმცა დაარსებიდან ათ წელიწადში ბოლომდე დაიწვა თეატრი მალევე აღადგინეს. სადღეისოდ დრური -ლეინზე აღმართული თეატრი ითვლება ყველაზე ძველ თეატრად ინგლისში.

1744 წელს დედოფლმა ელისაბედ პეტრეს ასულმა სიკვდილით დასჯის გაუქმების ბრძანება გამოსცა.

1824 წელს ვენაში პირველად შესრულდა ბეთჰოვენის მე 9 სიმფონია, პუბლიკამ იგი დიდი ოვაციებით მიიღო.

1887 წელს ტომას სტოვენსმა დედამიწას ველოსიპედით შემოუარა. მან 13500 კმ განვლო და საამისოდ სამი წელი დასჭირდა.

1895 წელს პოპოვმა წარმოადგინა გამოგონება, რომელიც რადიოს პროტოტიპი გახლდათ.

1940 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლომონოსოვის სახელი მიენიჭა.

1945 წლის 7 მაისს, რეიმსში, ღამის 2:41 საათზე ხელი მოეწრერა გერმანიის სრული კაპიტულაციის აქტს. "

1946 წელს დაფუძნდა კომპანია, რომელსაც დღეს იცნბენ "სონის" სახელით.

1956 წელს ინგლისის ჯანდაცის მინისტრმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო მოწევის საწინაღმდეგო კამპანიაში. განაცხადა რა, რომ დარწმუნეული არ არის სიგარეტის მავნებლობაში.

1999 წელს , 1056 წლის შემდეგ პირველად რომის პაპი მართლმადიდებლურ ქვეყანაში ჩავიდა.

Print