გართობა
6 მაისი - ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

6 მაისს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ.

წმინდა გიორგის და სხვა სიწმინდანების სახელით კი 1312 წლის 6 მაისს ვენის კრებამ კვერი დაუკრა რომის პაპის გადაწყვეტილებას - დაწყებულიყო ჯვაროსნული ლაშქრობა.

1527 წელს გერმანელმა ლანდსკნეხტებმა ერთ-ერტი პირველი საპროტესტო აქცია მოაწყვეს ხელფასის მოთხოვნით. თუმცა მეტისმეტი მოუვიდათ: მათ ხელფასის დიდი ხნის მიუღებლობის გამო დაარბიეს რომი და კინაღამ რომის პაპი კლიმენტი VII -ც ზედ მიაყოლეს. პაპმ ძლივს გაასწრო ქალაქიდან.

1626 წელს პეტერ მინიოიტმა ინდიელებისგან იყიდა მანჰეტენი 25 დოლარის ღირებულების ბიჟუტერიის ფასად. 1664 წელს ძალაუფლება ინგლისელების ხელში გადავიდა. რომლებმაც ამ დასახლებებიდან შექმნეს ქალაქი ნიუ- იორკი.

1890 წელს მორმონების ეკლესიაში როგორც იქნა გონს მოვიდნენ და მრავალცოლიანობაზე უარი თქვეს.

1914 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა ქალებს ხმის უფლება მისცა.

1940 წელს ინგლისში ნორვეგიის ოქროს რეზერვი ჩაიტანეს.

1940 წლის 6 მაისს კი ჯონ სტეინბეკს პულიცერის პრემია აგდასცეს "მრისხანების მტევნებში".

1942 წელს ლენინგრადის ბლოკადის დროს „დინამოს“ სტადიონზე ფეხბურთის მატჩი გაიმართა.

1950 წელს ელიზაბეტ ტეილორი 18 წლის ასკში პირველად გათხოვდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მან კიდევ შვიდჯერ მიიღო.

1968 წელს სტუდენტური აჯანყებების გამო დახურეს პარიზის უნივერსიტეტი.

Print
თეგები: #6 მაისი