გართობა
5 მაისი - ნაპოლეონის გარდაცვალებისა და დოსტოევსკის შეწყალების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

5 მაისი სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.

ადამიანის უფლებები ნაკლებად ადარდებდათ მონღოლეთის იმპერიაში. სწორედ ამ იმპერიის თავი გახდა ხუბილაი 1260 წლის 5 მაისს.

1751 წლის 5 მაისს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან პომბალმა გამოსცა ბრძანება, რომელიც კვეცავდა ინკვიზიციის უფლებებს. ბრძანების საფუძველზე აუტოდაფე არ მოხდება მთავრობის თანხმობის გარეშე.

1764 წელს სანკტ -პეტერბურგში ეკატერინე II-ის ბრძანებით ქალთა სასწავლებლები დაარსდა როგორც თავადებისთვის ასევე დაბალი ფენის წარმომადგენელი გოგონებისთვის.

1816 წელს გამოიცა პირველი გერმანული კონსტიტუცია.

ამავე წელს, გამოქვეყნდა ინგლისელი პოეტის ჯონ კიტსის პირველი სონეტები.

1921 წლის 5 მაისს წმინდა ელენეს კუნძულზე გარდაიცვალა ნაპოლეონი.

1836 წელს ბელგიაში ევროპაში პირველი რკინიგზა გაიყვანეს.

1849 წლის 5 მაისს პეტროშევცევის რევოლუციური წრის წარმომადგენლები დააკავეს. მათ შორის, თეოდორ დოსტოევსკიც. ყველას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განაჩენის აღსრულების ბოლო წუთებში ჩამოხრჩობა პატიმრობით შეუცვალეს.

1891 წელს ნიუ- იორკში გაიხსნა Mუსიც Hალლ-ი. დღევანდელი კარნეგი ჰოლი, სადაც პირველად იდირიჟორა პეტრე ჩაიკოვსკიმ.

1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიადაზე პირველად ჩატარდა გახსნისა და დახურვის ცერემონიალი.
1919 წლის 5 მაისს პარიზში დაფუძნდა წითელი ჯვრის ორგანიზაცია.

1921 წელს გამოვიდა სუნამპო ჩჰანელ Nო. 5.

ამერიკაში ტენესის შტატში დააკავეს პედაგოგი, რომელიც დარვინის ევოლუციის თეორიას ასწავლიდა სკოლაში.

1945 წლის 5 მაისს ჰოლანდიაში გერმანულმა არმიამ კაპიტულაცია გამოაცდახა. ამავე ჩეხეთში დაიწყო აჯანყება ფაშისტების წინააღმდეგ.

21-ე საუკუნეშ სხვა მტერი გამოუჩნდა კაცობრიობას 2000 წელს კომპიუტერულმა ვირუსმა I LOVE YOU მარტო ჩრდილოეთ ამერიკას მილიარდი დოლარის ზარალი მოუტანა.

Print