გართობა
3 მაისი - სიჩუმისა და მზის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

3 მაისი თავისუფალი პრესის მსოფლო დღეა ასევე სიჩუმისა (არაძალადობრივი პროტესტის) და მზის საერთაშორისო დღეა.

იამაიკაში ალბათ კოლუმბის დღეა, რადგან სწორედ 3 მაისს 1494 წელს აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა აღნიშნული მიწა.

1802 წელს დაფუძნდა დერპტის უნივერსიტეტი.

1803 წელს ალექსანდრე I-ის ბრძანებით რუსეთში დაარსდა საავადმყოფოები ღარიბებისთვის.

1841 წელს ახალი ზელანდია ბრიტანეთის საკუთრებად გამოცხადდა.

1902 წელს აშშ-ში დაფუძნდა კომპანია "პეპსი".

1904 წელს ამერიკელმა ჯორჯ პარკერმა დააპატენტა პირველი საწერი კალამი.

1937 წელს მარგარეტ მიტცელის წიგნმა "ქარწაღებულები" პულიცერის პრემია მიიღო.

1988 წელს გამოვიდა დონალდ რიგანის მემუარები, რომელიც რონალდ რეიგანის აპარატის უფროსი იყო, სადაც ის აღნიშნავდა, რომ რონალდ რეიგანი მნიშვნელოვან შეხვედრებს ნიშნავდა და გადაწყვეტილებებს იღებდა მისი ცოლის პირადი ასტროლოგის რჩევის მიხედვით.

Print
თეგები: #3 მაისი