გართობა
30 აპრილი - ჯაზის დღე და კუდიანების ღამე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა.

30 აპრილს ვიეტნამში გამარჯვების დღეს ზეიმობენ, მექსიკაში - ბავშვის, ნიდერლანდებში - დედოფლის, შვედეთში კი მეფის დღეს აღნიშნავენ.

30 აპრილი - 1 მაისს ვალპურგის ანუ კუდიანების ღამე თენდება. ამ ღამეს დასავლეთში კოცონებით ხვდებიან და გაზაფხულის დადგომასაც ზეიმობენ.

დასავლეთ ვალპურგის ღამეების აღნიშვნასთან ერთად, სხვა საქმეებითაც იყვნენ დაკავებულები 1658 წელს, მონრეალის ერთ-ერთ საჯინობოში პირველი სკოლა გაიხსნა.

1722 წელს გაზეთში New England Courant პირველად მოიხსენიეს თამაში ბილიარდი.

1789 წლის 30 აპრილს ჯორჯ ვაშინგტონი ერთხმად აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტად.

1812 წელს ლუიზიანა ამერიკის მე-18 შტატი გახდა.

1854 წელს ბრაზიალიში პრველად გაიხსნა რკინიგზა.

1934 წელს ავსტრიაში ახალი კონსტიტუცია მიიღეს.

1941 წელს ბავარიის სკოლებში აიკრძალა ჯვარცმა საკლასო ოთახებში.

1945 წელს რავენსბურკში ქალთა საკონცენტრაციო ბანაკიდან ტყვეები გაათავისუფლეს.

1961 წელს მინსკში ჩატარდა ქორწილი ამერიკელ ლი ჰარვი ოსვალდსა და რუს მარინა პრუსაკოვას შორის, 2 წლის შემდეგ ოსვალდი პრეზიდენტ კენედის მკვლელობაში დაადანაშაულეს.

Print
თეგები: #30 აპრილი