გართობა
25 აპრილი - „რობინზონ კრუზოს“, Porsche-სა და „მარსელიეზას“ დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


25 აპრილი მალარიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

25 აპრილი დნმ-ს დღედაც ითვლება.

გერმანია მშვიდობიან დღესასწაულს ხეების დარგვის რიტუალს აღნიშნავს.

იტალია კი წმინდა მარკოზს მოიხსენიებს და ფაშიზმის დამარცხებას აღნიშნავს.

პოლონეთში მათ "დავით აღმაშენებელს" მოიხსენიებენ. 1333 წელს კრაკოვში მეფედ აკურთხეს კაზიმირ დიადი, რომელმაც პოლონეთი გააერთიანა.

1498 წელს რიგაში დაფუძნდა "შავთავიანების საძმო",  რომელმაც ქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საძმოს წევრს ერთ პირობას უყენებდნენ - უცოლო უნდა ყოფილიყო, თავიდან საძმოს მფარველად წმინდა გიორგი ითვლებოდა. შემდეგ კი, წმინდა მავრიკი გახდა, რომელიც შავკანიანი იყო. აქედან, წამოვიდა საძმოს სახელწოდებაც.

1626 წელს ოცდაათწლიანი ომის დროს მოხდა დესაუსთან დიდი შეტაკება, სადაც კათოლიკული ლიგის წარმომადგენელთა ჯარი დამარცხდა პროტესტანტულთან. კათოლიკურს ვალენშტაინის ხელმძღვანელობდა.

1719 წლის 25 აპრილს ლონდონში გამოვიდა დენიელ დეფოს "რობინზონ კრუზო".

1792 წელს რუჟე და ლილმა შექმნა საბრძოლო სიმღერა რეინის ჯარისთვის. ეს სიმღერა დღეს ცნობილია "მარსელიეზას" სახელით.

ამავე წელს საფრანგეთში პირველად გამოიყენეს გილიოტინა.

1808 წლის 25 აპრილს დაფუძნდა პრაღის კონსერვატორია პირველი აღმოსავლეთ ევროპაში.

1901 წლის 25 აპრილს ნიუ-იორკში პირველად შემოიღეს მანქანების ნომრები.

1931 წელს ფერდინანდ პორშემ დააფუძნა ფირმა Porsche.

1945 წლის 25 აპრილს შედგა საბჭოთა და ამერიკული ჯარების შეხვედრა ელბაზე.

1953 წელს ჟურნალმა Nატურე -ში გამოიცა სტატია, რომელიც იუწყებოდა ფრენსის კრიკისა და ჯორჯ უოტსონის მიერ დნმ-ს სტრუქტურის შემნის შესახებ.

Print
თეგები: #25 აპრილი