გართობა
24 აპრილი - გერმანული ლუდის, წიწაკის და Pentium 4-ის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

24 აპრილი მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების დღეა, ევროპაში კი ინფექციასთან ბრძოლას სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

24 აპრილი თურქეთში ბავშვთა დღეა, გემანიაში ლუდის, ბერმუდებში კი წიწაკის დღეს აღნიშნავენ.

1896 წლის 24 აპრილს ნიუ იორკში პირველი კინოჩვენება შედგა. 1956 წელს ელვის პრესლიმ პირველი კონცერტი გამართა ლას-ვეგასში.

1989 წლის 24 აპრილს გამართული კონცერტი კი უკანასკნელი აღმოჩნდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი, ავსტრიელი დირიჟორის, ჰერბერტ ფონ კარაიანისთვის. მუსიკოსი კონცერტიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

1992 წლის 24 აპრილს პეკინში, მსოფლიოში ყველაზე დიდი „მაკდონალდსის“ რესტორანი გახსნეს. სწრაფი კვების ობიექტი 700 ადგილიანია.

1990 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 160-ე წევრი ქვეყანა, ნამიბია შეემატა. 2007 წლის 24 აპრილიც ამ ორგანიზაციას უკავშირდება. გაეროს ინიციატივით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაწესდა.

2001 წელს კომპანია ინტელმა ახალი თაობის პროცესორი Pentium 4 გამოუშვა.

24 აპრილი პოლიტიკოსების, მწერლების, დრამატურგებისა და საზოგადო მოღვაწეების დაბადების დღეა. ჯეიმს ბიუკენენი, უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი და ივანე ჯავახიშვილი 24 აპრილს დაიბადნენ.


Print
თეგები: #24 აპრილი