გართობა
22 აპრილი - დედამიწის და მექსიკის აღმოჩენის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


22 აპრილს ამერიკელი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი 80 წლის გახდა.

ვინც გასულ საუკუნეში პიონერი და შემდეგ კომკავშირელი იყო, კარგად ემახსოვრება, რომ დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეცაა, ვისაც წითელ ვარსკვლავში გამოსახავდნენ ხოლმე.

თუმცა, ლენინი რა მოსატანია, როცა 22 აპრილი გერმანელი ფილოსოფოსის, ემანუელ კანტის დაბადების დღეა.

დღეს ჩვენი პლანეტის მთელ კაცობრიობას ერთი საერთო დღესასწაული გვაქვს - 22 აპრილი დედამიწის დღეა.

1370 წელს, ამ დღეს ფრანგებმა ბასტილიის ციხის აგება დაიწყეს და 11 წლის შემდეგ დაასრულეს.

1519 წლის 22 აპრილს კი ესპანელი ერნან კორტესი პირველი ევროპელი იყო, ვინც მექსიკის მიწაზე ფეხი დააბიჯა. მოგვიანებით მან ქალაქი ვერაკრუზი დააარსა.

1915 წელს, პირველ მსოფლიო ომში, ფრანგების წინააღმდეგ იპრთან ბრძოლისას გერმანელებმა პირველად გამოიყენეს ქლორის გაზი, როგორც მასიური განადგურების იარაღი.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 22 აპრილს კი გერმანული ჯარები მაშინდელ იუგოსლავიასა და საბრძნეთში შეიჭრნენ.

1952 წლის 22 აპრილს 35 მილიონმა ამერიკელმა პირდაპირი ეთერით ნევადის შტატში ატომური ბომბის აფეთქება იხილა.

1969 წელს ჰიუსტონში თვალის გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩატარდა.

ტრაგიკულად დასრულდა 1956 წლის 22 აპრილს სოხუმიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულებული საფოსტო ავიარეისი. აფრენიდან რამდენიმე წამში Ил-14-მა კატასრტოფა განიცადა, რომლის მიზეზები თავის დროზე ვერ დაადგინეს. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ექვსივე პირი დაიღუპა. ლაინერი 2910 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა და შავ ზღვაში, 15-17 მეტრის სიღრმეში ჩაიძირა.

Print
თეგები: #22 აპრილი