გართობა
20 აპრილი - ასპინძის ომის, მუჰამედისა და კახა ბენდუქიძის დაბადების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


20 აპრილი წინასწარმეტყველი მუჰამედის და რამდენიმე სახელმწიფო მოღვაწის დაბადების დღეა.

1889 წლის 20 აპრილს ავსტრიის პატარა ქალაქ ინის ბრაუნაუში გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ადოლფ ჰიტლერი დაიბადა.

1808 წელს ამ დღეს კი პარიზში, საფრანგეთის მომავალი იმპერატორი, ნაპოლეონ III მოევლინა ქვეყანას.

1956 წლის 20 აპრილს თბილისში, ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე დაიბადა.

20 აპრილი კიდევ ერთი ევროპული უნივერსიტეტის დაარსების თარიღია. რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტი პაპმა ბონიფაციუს VIII-ემ 1303 წელს დააფუძნა.

1534 წლის 20 აპრილს ფრანგმა მოგზაურმა ჟან კარტიემ მოგზაურობა დაიწყო, რომელიც კანადისა და ლაბრადორის აღმოჩენით დასრულდა.

2 საუკუნის შემდეგ, 1770 წელს ერეკლე მეფემ ასპინძის ბრძოლაში ოსმალთა ლაშქარი დაამარცხა და მესხეთი მათი ბატონობისაგან გაათავისუფლა. ეს ის ომია ერეკლეს რუსი გენერალი რომ უნდა დახმარებოდა, თუმცა ტოტლებენი, ჯერ კიდევ ბრძოლაც არ იყო დაწყებული, რომ გაიქცა. ქართველთა ჯარი კი მოდიდებულმა მტკვარმა და ერეკლეს ოინმა იხსნა. მეფემ მდინარეზე გადებული ხიდები ჩუმად გადაახერხვინა.

წარმატების მომტანი აღმოჩნდა 2009 წლის 20 აპრილი ჩვენი ამერიკელი კოლეგებისთვის ნიუ იორკ თაიმსიდან. ამ დღეს გამოცემამ პულიცერის ხუთი პრემია მიიღო. მათ შორის, საერთაშორისო რეპორტაჟებისთვის აშშ-ის ”სამხედრო და პოლიტიკურ სირთულეებზე” ავღანეთსა და პაკისტანში.

2011 წლის 20 აპრილს კი ლიბიაში, მისრატას ბრძოლაში, ფოტოგრაფები თიმ ჰეთერინგთონი და ქრის ჰონდროსი მოკლეს.


Print
თეგები: #20 აპრილი