გართობა
15 აპრილი - მზის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

15 აპრილი კულტურის საერთაშორისო დღეა. ასევე 15 აპრილს აღნიშნავენ სიყვარულის, მზის , შეყვარებულების, არმიის დღეს, ასევე ახალ წელს და კიდევ ათას რამეს.

15 აპრილს დასამახსოვრებელი ფაქტი მოხდა ირლანდიაში დაახლოებით სამი საუკუნის წინ. 1784 წელს მისტერ როსო 10 წლის ბიჭთან ერთად რომელიც მედოლე გახლდათ დუბლინიდან საჰაეროს ბურთით აფრინდა. ფრენა ორ საათს გაგრძელდა და რეტოუტში დასრულდა. ამ ორი სათის განმავლობაში ბიჭი განუწყვეტლივ უკრავდა დოლზე რომ დამსწრე საზოგადოებას ამითაეროსტატის მიმართულება განესაზღვრა.

1856 წელს კანადელებმაც გამოიჩინეს თავი და გამოუშვეს პირველი კანადური ორთქმავალი სახელად "ტორონტო".

1874 წელს პარიზში ფოტოგრაფ ნაფდარის სახელოსნოში პირველად იხილა საზოგადოებამ მხატვარ -იმპრესიონისტების ნამუშევრები. ყველასათვის უცნობმა მონემ, რენუარმა, პისარომ, სეზანმა, დეგამ,, მაშნ არაღიარებულმა მხატვრებმა კაპუცინების ბულვარზე გახსნეს საკუთარი გამოფენა.

1877 წელს იტალიელმა ენრიკო ფორლანინიმ გამოსცადა მისი პროტო -ვერტმფრენი.

1912 წლის 15 აპრილს აიზბეგთან შეჯახების გამო ჩაიძირა "ტიტანიკი".

1919 წელს ურჩი საბჭოთა მოქალაქეების დამორჩილების მიზნით დააფუძნეს "გულაგი".

1924 წელს ამერიკაში გამოვიდა საავტომობილო გზების პირველი ატლასი.

1929 წელს საბჭოთა მოხუცებს სახელწმიფომ პენსია დაუნიშნა.

1942 წელს, ბლოკადის პირობებში ლენიგრადში აღდგა ტრამვაის მოძრაობა.

1951 წელს ლონდონში "მის მსოფლიოს" კონკურსი პირველად გაიმართა.

1955 წელს რეი კროკმა ქალაქ დეზ -პლენზში (ილინოისის შტატი) გახსნა პირველი "მაკდომანლდსის" რესტორანი.

1999 წელს ასტრონავტებმა გამოაცხადეს პლანეტების ჯგუფის აღმოჩენის შესახებ ვარსკვავ იფსილონთან ახლოს ანდრომედას თანავარსკვლავედში.


Print
თეგები: #15 აპრილი