გართობა
11 აპრილი - ბოლო „კუდიანის“ დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


11 აპრილი პარკინსონის დავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. 11 აპრილს აღინიშნება მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცერაციო ბანაკებიდან ტყვეთა გათავისუფლების თარიღიც. ამ დღეს პატივს მიაგებენ გმირებს და თავისუფლებას.

გმირების პატივგების უცნაური წესი მოქმედებდა საუკუნეების განმავლობაში, ანუ ჯერ სჯიდნენ მერე წმინდანებად აცხადებდნენ. 1079 წელს პოლონეთის მეფემ ეპისკოპოს სტანისლავ შეპანოვსკის სიკვდილით დასჯა ბრძანა, რომელსაც მოგვიანებით წმინდანად შერაცხავენ და სერთოდაც პოლონეთის მთავარ მფარველად გამოაცხადებენ.

1775 წლის 11 აპრილს ბოლო "კუდიანი" დასაჯეს, რითაც დასრულდა კუდიანებზე ნადირობა გერმანიაში.

1803 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტალეირანმა წინადადება შემოიტანა ლუიზიანას მთელი ტერიტორიის ამერიკელებისთვის მიყიდვის შესახებ.

1857 წლის 11 აპრილს ალექსანდრე მეორემ რუსეთის იმპერიის გერბი ორთავიანი არწივი დაამტკიცა.

ფრანგებს არ ჩამორჩნენ ესპანელები და 1899 წლის 11 აპრილს პუერტო -რიკო აშშ-ს გადასცა.

1909 წელს დაფუძნდა ქალაქი, რომელსაც მოგვიანებით თელ- ავივი ეწოდა.

1945 წელს ბუხენვალდის ბანაკიდან ტყვები გაათავისუფლეს.

1961 წელს ბობ დილანის დებიუტი შედგა ნიუ-იორკში.

1970 წელს სახელოვანი "აპოლო 13" ანუ "ყველაზე წარმატებული წარუმატებლობა" გაფრინდა კოსმოსში.

Print
თეგები: #10 აპრილი