გართობა
10 აპრილი - მარტივი და გენიალური ნივთების გამოგონების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


10 აპრილი წინააღმდეგობის მოძრაობის საერთაშორისო დღეა.

10 აპრილს აზერბაიჯანი მშენებლების დღეს აღნიშნავს, აშშ ვიღაც გენერალ პერის მოიხსენიებს.

აშშ-ში გენერლები ცვლიდნენ ცხოვრებას, ევროპაში - მონარქები. 1710 წლის 10 აპრილს, მაგალითად, ძალაში შევიდა "დედოფალი ანას სტატუსი"რომელიც საავტორო უფლების დაცვას გულისხმობდა.

1833 წლის 10 აპრილს დაიწყო ასანთების მასობრივი წარმოება.

1849 წელს ამერიკელმა უოლტერ ჰანტმა გამოიგონა უსაფრთხო ქინძისთავი.

1912 წლის 10 აპრილს "ტიტანიკი" გამოდის საუტჰემპტონიდან და გაემართება მის პირველ და უკანასკნელ მოგზაურობაში.

1941 წელს გერმანელების მიერ დაკავებულ ზაგრებში, ხორვატია დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.

1972 წლის 10 აპრილს ბაქტერიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციას მოეწერა ხელი.

1979 წელს პირველი ბულგარელი გაფრინდა კოსმოსში.

1988 წელს ათწლიანი მშენებლობის შემდეგ იაპონიაში გაიხსნა ხიდი სეტი, რომელმაც კუნძულები ხონსიუ და სიკოკუ დააკავშირა ერთმანეთს.

1995 წელს რუსეთის ფედერაციაში დიდი ამბავი მოხდა და ლუდის მოყვარულთა პარტია დარეგისტრირდა.
Print