გართობა
9 აპრილი - დამოუკიდებლობის აქტის მიღებისა და აკრძალულზე დაშვების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


9 აპრილი საქართველოში ნაციონალური ტრაგედიისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე აღინიშნება.

ამ დღეს სხვა სახელმწიფოებიც აღნიშნავენ სხვადასხვა მოვლენებს. მაგალითად, 9 აპრილი ფინური ენის დღეა.

9 აპრილი დრამატული დღე აღმოჩნდა მავრებისთვის. ისინი 1609 წლის 9 აპრილს ესპანეთიდან განდევნეს, თანაც სწორედ ის არაბები, რომელთაც ქრისტიანაობა მიიღეს.

სანამ ესპანეთში დევნით იყვნენ დაკავებული პარიზში გამოფენებს აწყობდნენ. 1667 წლის 9 აპრილს პარიზში ჩატადა ხელოვნების პირველი საჯარო გამოფენა.

1682 წელს რობერტ დე ლა სალმამ მისიპის დელტის ტერიტორიაზე ჯვარი დასვა და იგი საფრანგეთის საკუთრებად გამოაცხადა. მან მიწებს ლუი IV-ის საპატივეცმულოდ ლუიზიანა დაარქვა.

1699 წელს კი რუსეთში პეტრე პირველი ნაგავმა შეაწუხა. ამიტომ გამოსცა ბრძანება, რომელიც ქუჩებსა და ჩიხებში გადმოყრილი ნაგვის გამო მოქალაქეების დასჯას ითვალისწინებდა.

1747 წელს სახელწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასაჯეს სეიმონ ფრეიზერი ლოვანის მე-11 ლორდი. ის გახლდათ ინგლისში უკანასკნელი სიკვდილმისჯილი, რომელსაც თავის მოკვეთეს.

1928 წელს თურქეთში ოფიციალურ რელიგიად ისლამი გამოცხადდა.

მეორე მოფლიო ომის დროს 1940 წლის 9 აპრილს გერმანია ნორვეგიასა და დანიაში შეიჭრა.

1963 წელს უინსტომ ჩერჩილი პირველი უცხოელი გახდა, რომელსაც კონგრესმა აშშ-ს მოქალაქეობა მიანიჭა.

1966 წელს ვატიკანმა გააუქმა აკრძალული წიგნების ინდექსი, რომელიც 4 საუკუნე მოქმედებდა და დიდ ცნობისმოყვარეობას აღძრავდა.

1970 წელს პოლ მაკარტნიმ გამოაცხადა რომ აღარ ითანამშრომლებდა ჯონ ლენონთან.

1989 წელს დუგლას ელგერბარტს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო ერგო. მან კომპიუტერული "თაგვი" გამოიგონა.

Print
თეგები: #9 აპრილი