გართობა
8 აპრილი - ბოშათა დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.



8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა.

სანამ მსოფლიოს ბოშები გაახსენდებოდა, სხვა საქმეებით იყო დაკავებული და ძირითადად მეფეების ტახტიდან ჩამოგდებებით ერთობოდა.

1185 წლის 8 აპრილს ბიზანტიის იმპერატორი ისააკ II ანგელოზი ტახტიდან მისივე ძმამ ალექსანდრემ ჩამოაგდო.

1271 წლის 8 აპრილს კი მამლუქების სულთანმა ბეიბარსმა დაიპყრო ციხე-სიმაგრე კრაკ დე შევალიე.

1378 წლის 8 აპრილს პაპად აირჩიეს კარდინალი ბართლომე პრინიამო, რომელმაც იმდენი ქნა დიდი განხეთქილება მოახდინა დასავლეთ საქრისტიანოში.

სანამ ევროპა რელიგიური თუ პოლიტიკური შინაარსის მძიმე გარჩევებს აწარმოებდა 1766 წელს აშშ-ში დააპატენტეს პირველი სახანძრო კიბე.

1820 წელს კუნძულ მილოსზე კი ბერძენმა გლეხმა მიწის ბარვისას ქანდაკება აღმოაჩინა, რომელიც ვენერა მილოსელი აღმოჩნდა.

1935 წელს საბჭოთა კავშირში გამოიცა კანონი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უწესებდა 13 წელზე უფროს ბავშვებს.

1971 წლის 8 აპრილს ლონდონის მახლობლად ჩატარდა მსოფლიო ბოშათა კონგრესი, სადაც მიიღეს ბოშური ჰიმნი და დროშა.

1990 წლის 8 აპრილს სერიალ "ტვინ პიკსის" პრემიერა შედგა.

1994 წელს კი იპოვეს კურტ კობეინის სხეული, რომელიც სამი დღის გარდაცვლილი იყო.




Print
თეგები: #8 აპრილი