გართობა
4 აპრილი - ინტერნეტის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.



4 აპრილი ინტერნეტის საერთაშორისო დღეა. მანამდე ბევრი სხვა დღე სცადეს ინტერნეტის დღეობად გამოსაცხადებლად, მაგრამ ვერც ერთი დამკვიდრდა. ახლა ჯერი 4 აპრილზეა. ვნახოთ რამდენად შეეთვისება ერთმანეთს ინტერნეტი და 4 აპრილი.

სამაგიეროდ, ძალიან კარგად შეითვისა მეფე არაგონმა ახალი მიწები, რომელიც მას გადასცეს. 1297 წლის 4 აპრილს რომის პაპმა სარდინია და კორსიკა მეფე არაგონს უსახსოვრა.

4 აპრილს რაინდის ტიტული უსახსოვრეს მეკობრეს. 1581 წელს ყოფილმა მეკობრემ ფრენსის დრეიკმა დაასრულა დედამიწის გარშემო მოგზაურობა. დედოფალი ელიზაბეტ I კი პირადად ეწვია გემზე და რაინდად აკურთხა.

1850 წლის 4 აპრილს ლოს -ანჯელესი ქალაქი გახდა.

4 აპრილი იღბლიანი და უიღბლო დღე აღმოჩნდა ორი ადამიანისთვის. 1866 წელს დიმიტრი კარაკოზოვი თავს დაესხა მეფე ალექსანდრე II-ს. მეფე გადარჩა, კარაკოზოვი კი ჩამოახრჩვეს.

1896 წელს, მას შედეგ რაც გამოაცხადეს, რომ აღმოჩენილია ოქროს საბადოები, დაიწყო ოქროს ციებ-ცხელება იუონში (კანადა).

1919 წელს რომში გაიხსნა მგზავრთა ავიახაზი რომი ნეაპოლი. ფრენები დირიჟაბლით სრულდებოდა.

1949 წელს შეიქნმა ნატო.

იმავე წელს, საბჭოეთში ყველა უცხოური რადიოსიგნალი დაიბლოკა.

1972 წლის 4 აპრილს საბჭოთა მთავრობამ უფლება არ მისცა შვედეთის წამომადგენლებს საბჭოეთის ტერიტორიაზე შემოსულიყვნენ და სოლჟენიცინისთვის ნობელის პრემია გადაეცათ.

Print
თეგები: #4 აპრილი