გართობა
2 აპრილი - ქორწინებების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.



2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საბავშვო წიგნების დღეა. პირველი გაერომ, მეორე კი იუნესკომ დააფუძნა.

ეს დღეც, როგორც 1 აპრილი უცნაური სახელების დღეა.  2 აპრილი არის აბუნდის, ამფიანის, აპიანის, ბრონახას და ბევრ სხვათა სახელის დღე.

არ ვიცი ამ სახელებზე რას ფიქრობდა მარკიზ დე სადი, თუმცა საფიქრად საკმაო დრო ქონდა. იგი 13 წელი იჯდა ციხეში, ფსიქიკურად დაავალდებულთა ნაწილში, საიდანაც ბოლოსდაბოლოს 1790 წლის 2 აპრილს გაათავისუფლეს. თუმცა, 11 წლის შემდეგ უკან შეაბრუნეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

1794 წელს საფრანგეთში შეიქმნა პირველი ე.წ. ავიაკომპანია Aეროსტიერს. სადაც საჰაერო ბურტებით გადაადგილდებოდნენ.
ბურთს სამხედრო დანიშნულებაც ქონდა და საჰაერო თვალთვალის ფუნქცია ეკისრა. მიუხედავად ნოვატორული მიგნებებისა კომპანიამ მხოლოდ 5 წელი გაძლო და 1799 წელს დაიხურა.

1810 წლის 2 აპრილს ნაპოლეონმა ერცჰერცოლიგინია მარია ლუიზაზე, ავსტრიის იმპერატორ ფრანც II- ს ქალიშვილზე იქორწინა.

1836 წელს ჩარლზ დიკენსმაც იქორწინა კატრინ ჰოგარტზე. ქორწილი არამყარი შეიქნა. თუმცა, მანამდე წყვილმა 10 შვილის გაჩენა მოასწრო. 1858 წელს დიკენსი და ჰოგარტი დაშორდნენ.

1868 წელს კარლ მარქსის ქალიშვილი ლაურა და მუშათა მოძრაობის ხელმძღცანელი პოლ ლაფარგი დაქორწინდნენ. ვერც ეს წყვილი შეიქნა იღბლიანი 1911 წელს ორივემ ერთდროულად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

1912 წელს ლაინერმა "ტიტანიკმა" წყალში შეცურა და პირველი გამოცდა წარმატებით გაიარა.

წარმატებული იყო 1963 წლის 2 აპრილს განხორციელებული პროექტი, რომელიც მთვარის გამოკვლევას გულისხმობდა. 1966 წელს კი მფრინავმა კოსმოსურმა აპარატმა პირველად შემოუფრინა დედამიწის თანამგზავრს.

Print
თეგები: #2 აპრილი