გართობა
28 მარტი - უცნაური სახელების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ


28 მარტს პოლიტიკური და პროფესიული ზეიმების დღეა.

ეს დღე ისეთი სახელების დღეცაა არავის რომ არ ქვია. 28 მარტი გახლავთ: გუნტრამის, ისიხის, კონონის, მალხის, პრისკისა და ტუოტილონის სახელის დღეები.

აღარც კალიგულა ქვია დღეს არავის ჩვენთვის საბედნიეროდ. სამაგიეროდ, რომაელებისთვის საუბედუროდ 37 წლის 28 მარტს კალიგულა რომის იმპერატორი გახდა.

რომის იმპერატორის გვირგვინი უცნაური ადამიანების თავებზე აღმოჩნდებდა ხოლმე. მაგალითად, 193 წელს გვარდიელებმა იმპერატორის გვირგვინი აუქციონზე გაყიდეს და სენატორ დიდიაა იულიანს მიყიდეს. თუმცა, მან ამ ნავაჭრით მხოლოდ 66 დღე გაიხარა. 66-ე დღეს სიკვდილით დასაჯეს უბედური.

მოკლედ,  ამ გვირგვინს და იმპერიას იმდენი ეჭიდავეს, სანამ 364 წელს რომის იმპერია ორად არ გაიყო - დასავლეთად და აღმოსავლეთად.

რომის იმპერიის გაყოფიდან რამდენიმე ასწლეულის შემდეგ, დიდი მოგზაურობებისა და აღმოჩენების ხანა დადგა. ფერნან მაგელანმა თავის მოგზაურობისას რა აღარ აღმოაჩინა, მათ შორის ფილიპინები, თანაც სწორედ 28 მარტს.

1626 წლის 28 მარტს დასრულდა ექსპედიცია ინდოეთში. მოგზაურმა პიეტრო დელა ვალესმა ბოლოსდაბოლოს გაარკვია რომელი იყო ინდოეთი და რომელი ამერიკის კონტინენტი. თქვენ წარმოიდგინეთ თვით ინდიელებსა და ინდოელებს შორისაც დიდი სხვაობა იპოვა.

1776 წლის 28 მარტს რუსი თავადების მონდომებით დაარსდა დიდი თეატრი.

1801 წლის 28 მარტს ნეაპოლის სამეფომ საფრანგეთს კუნძული ელბა გადასცა.

1930 წლის 28 მარტს თურქეთის ქალაქებმა კონსტანტინეპოლმა და ანგორამ მიიღეს ახალი სახელები სტამბული და ანკარა.

1964 წელს მადამ ტუსოს ცვილის ქანდაკებების მუზეუმმა გამოაცხადა, რომ ბითლზის წევრების ქანდაკებებს დადგამდნენ მუზეუმში. ისინი პირველი როკ -მუსიკოსები იქნებოდნენ, რომელთა ქანდაკებებსაც ჩამოასხამდნენ ცვილიდან.

1993 წლის 28 მარტს M81 -ის გალაქტიაკში უახლესი ორმაგი ვარსკვლავი SN 1993J -ი აღმოაჩინეს. M81 -ი სპირალისებრი ფორმის გალაქტიკაა.
რას აღარ აკეთებენ ამ კოსმოსში, მაგრამ სახელების დარქმევის საკითხში მაინც იჭედებიან.  კი შეიძლებოდა ცოტა უკეთესის მოფიქრება კოსმოსის მანათობელი ობიექტებისთვის. აბა, რომელ ვარსკვლავს ესიამოვნება SN 1993J-ს რომ დაუძახებენ, დამძახებელს - მითუმეტეს. 




Print
თეგები: #28 მარტი