გართობა
27 მარტი - საკურას აყვავებისა და მატარებლის ვაგონების გამოგონების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ


27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა.
ნაციონალურ დღესასწაულებში იაპონია კვლავ გამორჩეულია. იაპონიაში 27 მარტს საკურას აყვავებას ზეიმობენ.

27 მარტი ბენედიქტეს, ევსხიმონის, როსტისლავისა და ფეოგნოსტის სახელის დღეა. სახელის დღესთან ერთად მშვენიერი ენის გასატეხიცაა.

ნაკლებ ენისგასატეხს არ წარმოადგენდა ერთი ესპანელი მოგზაურის სახელიც. 1513 წლის 27 მარტს ესპანელმა მოგზაურმა ხუან პონსე და ლეონმა ფლორიდა აღმოაჩინა.

1854 წელს დაიწყო ყირიმის ომი. ინგლისმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს რუსეთს.

სანამ ევროპაში ომობდნენ. ამავე წელს აშშ-ში დააპატენტეს ნავთის წარმოება.

1878 წელს თავი გამოიჩნა რუსმა გლეხმა, ვინმე ბლინოვმა. მან პატენტი მოითხოვა მის გამოგონებაზე "ვაგონები რამდენიმე რელსით". რაც ვაგონების გადაბმულ სისტემას წარმოადგენდა.

1893 წელს დაიწყო მუშაობა მსოფლიოში პირველმა სატელეფონო კომპანამ "ალექსანდრე ბელმა".

1928 წლის 27 მარტს ჰოლანდიაში გამოუშვეს პირველი საფოსტო მარკა ფეხბურთის თემაზე.

1945 წლის 27 მარტს დიდ ბრიტანეთში, კენტის საგრაფოში ჩამოვარდა უკანასკნელი ბომბი ფაშისტური ბომბდამშენიდან.

1945 წლის 27 მარტს უცებ გამოფხიზლდა არგენტინა და ხელად ომი გამოუცხადა გერმანიას და იაპონიას. თუმცა საბრძოლო მოქმედებებში რეალურად არ ჩართულა.

1990 წელს ლონდონში, ბეიკერ სტრიტის 221-ში გაიხსნა შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი.

1998 წელს ოჰაიოში შეამჩნიეს გამოუცნობი მფრინავი ობიექების რამდენიმე ჯგუფი.

Print
თეგები: #27 მარტი