გართობა
26 მარტი - რაინდებისა და მეკობრეების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ



26 მარტი აშშ-ს შტატ ალიასკის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი, უფრო მეტიც, ბედნიერი დღეა. 1867 წლის 26 მარტს გაფორმდა გარიგება რუსეთის იმპერიასა და აშშ-ს შორის, რომლის თანახმად ალიასკა რუსეთმა ამერიკას მიყიდა 7,2 მილიონ დოლარად.

საკამათოა, რამდენად გაუმართლა ინდოეთს, მაგრამ ფაქტია, რომ 1668 წლის 26 მარტს ინგლისმა მიიღო კონტროლი ბომბეიზე.

კიდევ უფრო ადრე კი ევროპაში ჩატარდა დიდი რაინდული ტურნირი "ოცდაათთა ბრძოლა".1351 წლის 26 მარტს ბრეტანში ასწლიანი ომის დროს, მოეწყო რაინდული ტურნირი, სადაც ინგლისელები და მათი მოკავშირეები შეებრძოლენ ბრეტონელებს (ფრანგებს). აღნიშნული ეპიზოდი ყველაზე დასამახსვორებელი მოვლენა გახდა ამ ომის მსვლელობაში, რაინდობისა და თავდადების მაგალითებით. მოკლედ, მშვენიერი ისტორიაა რაინდთა ამბების მოყვარულთათვის.

1830 წელს გამოიცა მორმონების წიგნი, რომელიც იმ წმინდანებისა და წინასწამეტყველების ტექსტებს აქვეყნებდა, რომლებიც ამერიკის ტერიტორიაზე ჩვ.წ. აღ. მდე 2200 წლით ადრე ცხოვრობდნენ და ქრისტესზე წინასწარმეტყველებდნენ. ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებდა ვინმე სმიტი, რომელმაც ეს წიგნი გამოსცა. მისი თქმით, ბოლო წინასწარმეტყველმა ეს ტექსტები ოქროს ფურცლებზე გადაიტანა, შემდეგ კი 1828 წელს ანგელოზის სახით დაბრუნდა დედამიწაზე და სმიტს დაავალა ამ წიგნის გამოცემა.

1908 წლის 26 მარტს პრინც ედუარდის კუნძულზე (კანადა) აიკრლა ავტომობილები.

1921 წელს წყალში ჩაუშვეს კანადური შხუნა "ბლუნოუსი", რომელმაც ისე დაასრულა, რომ არც ერთი შეჯიბრი არ წაუგია. ეს რეგატა ამჟამად კანადურ ფულზეა გამოსახული.

1934 წელს ბრიტანეთში სავალდებულო გახდა ავტომანქანის მართვის გამოცდების ჩაბარება.

1966 წლის 26 მარტს მეკობრე ისაბელა მაიორმი და კიდევ 7 მეკობრე გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ესეც საინტერესო ისტორიაა მათთვის, ვისაც მეკობრეების ამბები ხიბლავს.

Print
თეგები: #26 მარტი