გართობა
20 მარტი - "თანაბრობის“ და დიდი ანიმაციის დაბადების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

20 მარტი ფრანკოფონიისა და ბედნიერების დღესთან ერთად, თანაბრობის დღეც არის. უფრო სწორად თანაბრობის დღეც და ღამეც. 20 მარტს - დღე და ღამე თანაბრდება.

ამ გათანაბრებულ პირობებში ანუ 321 წლის 20 მარტს რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა კვირა დღე დასვენების და ზეიმის დღედ გამოაცხადა. ადამიანებს კიდევ ერთი საბაბი მიეცათ სიზარმაცის დასვენების დღით გამართლებისთვის.

უცნობია რით გაამართლეს სიკვდილის დასჯის ფორმის ცვლა საფრანგეთში. 1792 წლის 20 მარტს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოიწონა დასჯის საშუალებად გილიოტინას გამოყენება.

გილიოტინამ ვერ შეაშინა ნაპოლეონი. იგი 1815 წლის 20 მარტს ელბადან პარიზში დაბრუნდა, რაც ასდღიანი მმართველობის დასაწყისი გახდა.

ამასობაში ასპარეზზე გამოვიდნენ ბოშები.1888 წლის 20 მარტს მოსკოვში მსოფლიოში პირველად დაიდგა ოპერეტა ბოშურ ენაზე, რომელიც მსოფლოში ერთადერთმა ბოშურმა თეატრალურმა დასმა შეასრულა შიშკინის ხელმძღვანელობით.

1921 წლის 20 მარტს კანზას-სიტიში მზა მიეცა დიდ ანიმაციას. გამოვიდა მულტფილმი უოლტ დისნეის ავტორობით.

1969 წლის 20 მარტს გიბრალტარში, ბრიტანეთის საკონსულოში საქორწინო რეგისტრაცია გაიარეს ჯონ ლენონმა და იოკო ონომ.

2015 წელს სრული მზის დაბნელება მოხდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
Print
თეგები: #20 მარტი