გართობა
16 მარტი - დებოშისა და დაძმობილების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


16 მარტი ერთგვარად "გასამხედროებული" დღეა. 16-ში რესპუბლიკური გვარდიისა და ლეგიონერების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყნებში.

რუსეთში კვლავ მოწოდების სიმაღლეზე არიან და ОБЭП (ОБХСС)-ს დღეს, აღნიშნავენ. აღნიშნული ორგანო 1937 წლის 16 მარტს შექმნილა დიდი ტერორის წლებში.

სხვა რამეს აღნიშნავენ ფილიპინებში. 1521 წლის 16 მარტს პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ფერნან მაგელანმა ფილიპინებამდე მიაღწია. ფილიპინელებმა ეს ამბავი აღნიშვნის ღირსდ ჩათვალეს.

1565 წლის 16 მარტი ფილიპინელები და ესპანელები დაძმობილების თარიღია სანდუგოს სახელწოდებით. სანდუგო ღვინოში შერჩეული სისხლის სმის რიტუალია, რაც დაძმობილების ნიშანია.

სანდუგოს რიტუალს დღესაც აღნიშნავენ, თუმცა კანიბალური ნიშნების ნაკლები გამოვლენით -  ცეკვებით და სიმღერებით.

16 მარტს სხვა რამით იყვნენ დაკავებული პარიზში. 1831 წლის 16 მარტს პარიზში გამოდის ვიქტორ ჰიუგოს რომანი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი".

1915 წლის 16 მარტი კი, დიდი დებოშის დღეა რუსეთში. ამ დღეს პეტროგრადის პოლიციამ დახურა პოეტებისა და არტისტების კლუბი "მაწანწალა ძაღლი". დახურვის მიზეზი ჩხუბი გახლდათ, რომელიც ვლადიმერ მაიაკოვსკიმ მოაწყო.

16 მარტი სამწუხაროდ გაქრობის დღეცაა. 1962 წლის 16 მარტს წყნარი ოკეანის თავზე გაქრა თვითმფრინავი, 200-მდე მგზავრით და ეკიპაჟით.

1999 წელს უცნაური რამ მოხდა რუსეთშიც. აღნიშნული წლის 16 მარტს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა დადგენილება "გულგრილად ნუ ჩაუვლი", რომელიც ასტროლოგიას, შამანობას და ოკულტიზმს უცხადებდა სრულიად სერიოზულ ბრძოლას.

Print
თეგები: #16 მარტი