გართობა
13 მარტი - პლანეტებისა და სტრიპტიზის აღმოჩენის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

13 მარტს ტაილანდში სპილოს დღეს ზეიმობენ. ერთადერთი სპილო აღმოჩნდა 13 რიცხვი თარს თარიღად რომ არ მიიჩნია და დათანხმდა საკუთარი დღის 13-ში დაწესებაზე.

არადა 13 რიცხვი ძალიანაც იღბლიანია, განსაკუთრებით კოსმოსის მკვლევართათვის.

1781 წელს ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ გერშელმა საკუთარი გამოგონება ტელესკოპის გამოყენებით მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა აღმოაჩინა. მართალია, თავდაპირველად კომეტა ეგონა, მაგრამ როდესაც ციური სხეულის "პლანეტობა" დადასტურდა მეცნიერს სამეფო საზოგადოების ორდენი და სამეფო კარის ასტრონომის თანამდებობა ებოძა. ასე მოუგვარა უცხო პლანეტამ კარიერის საკითხი ადამიანს მშობლიურ დედამიწაზე. გერშელს სურდა პლანეტისთვის მისი მფარველი მეფის გეორგ III-ის სახელი ეწოდებინა, ერთი პერიოდი ასეც ერქვა "გიორგის ვარსკვლავი", მანამ სანამ გერმანელმა ასტრონომმა იოჰან ბოდემ არ მოუფიქრა სხვა სახელი - ურანი.

13 მარტს გაკეთდა მეცხრე პლანეტის აღმოჩენის შესახებ განცხადება, თუმცა ეს ღირშესანიშნავი მოვლენა 1930 წელს მოხდა. ამერიკელმა ასტრონომმა კლაიდ ტომბომ მზის სისტემის მეცხრე პლანეტის აღმოჩენა ახარა კაცობრიობას. მერე დადგა პლანეტისთვის სახელის დარქმევის საკითხი. მისი ნათლიობა 11 წლის გოგონამ იკისრა ოქსფორდიდან. ვენეცია ბიორნმა პლანეტას პლუტონი დაარქვა.

13 მარტს 1869 წელს ქიმიკოსმა მენდელეევმაც დაასრულა ზოგადსაკაცობრიო მასშტაბის საქმე. აღნიშნულ დღეს მან "პერიოდულობის ტაბულის" შექმნის შესახებ შეატყობინა მეცნიერთა საზოგადოებას.

მთლად ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას ვერ ქაჩავს, თუმცა ზოგადკლუბურ ნაწილში საკმაოდ საინტერესო ამბავი მოხდა 1894 წლის 13 მარტს პარიზის ერთ- ერთ კლუბში პირველად შესრულდა სტრიპტიზი პროფესიონალურ დონეზე.

მაშინ როცა მეცნიერები აღმოჩენებისთვის თავებს იხოცავდნენ, მავანნი ამ შრომას მკვლევარებს წყალში უყრიდნენ. 1925 წლის 13 მარტს აშშ-ში ტენესის შტატში ევოლუციის თეორიის სკოლაში სწავლება აიკრძალა.

აკრძალვები ამოქმედდა 1947 წლის 13 მარტიდან დიდ ბრიტანეთშიც. აქ შუა კვირაში სპორტული ასპარეზობების ჩატარება აიკრძალა - მშრომელებში სამუშაო მოტივაციას ადაბლებსო.

ალბათ ხატვის მოტივაციის ამაღლების მიზნით 1961 წლის 13 მარტს პაბლო პიკასო დაქორწინდა მოდელ ჟაკლინ როკზე.



Print
თეგები: #13 მარტი