გართობა
12 მარტი - ომებისა და მშვიდობის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

12 მარტს სხვადასხვა ქვეყნებში აღინიშნება: განახლების, ხეების დარგვის, დამოუკიდებლობის, რესპუბლიკის, გოგონა სკაუტების და სხვა მშვენიერი დღეები.

სამაგიეროდ, რუსეთში ზეიმობენ სისხლის სამართლის სისტემის რაღაც თუ ვიღაც წარმომადგენელთა დღეს.

12 მარტი ისტორიაში დაპყრობებით გამოირჩევა: 

1169 წლის 12 მარტს ანდრეი ბოგოლუბსკიმ დაიპყრო კიევი.

1229 წლის 12 მარტს ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს.

1519 წლის 12 მარტს ერნან კორტესმა მისი რაზმი ამერიკის კონტინენტის, თანამედროვე მექსიკის, ტერიტორიაზე ჩამოსხა. იმ დღიდან წავიდა ცუდად აცტეკების იმპერიის საქმე.

1609 წლის 12 მარტს ბერმუდის კუნძულები ბრიტანეთის კოლონია გახდა.

1881 წლის 12 მარტს საფრანგეთმა დააწესა პროტექტორატი ტუნისზე.

სხვადასხვა წლებისა და საუკუნეების 12 მარტის მთელ ამ მილიტარისტულ ორომტრიალში მარტო დოქტორი ფლეჩერი აღმოჩნდა კაცობრიობისთვის სასარგებლო საქმით დაკავებული. მან 1911 წლის 12 მარტს აღმოაჩინა ბავშვთა ცერებრალური დამბლის მიზეზები.

ამასობაში 1913 წლის 12 მარტს ავსტრალიის დედაქალაქი კამბერა გახდა.

პრემილიტარისტული მოქმედებები განახორციელეს გერმანაიშიც. 1933 წლის 12 მარტს გერმანიის პრეზიდენტმა აკრძალა ნაციონალური დროშა და ბრძანა გვერდიგვერდ გამოეფინათ იმპერიისა და ფაშისტების დროშა.

მშვიდობა რომ კარგია ეს გაახსენდათ საბჭოეთში და 1951 წლის 12 მარტს საბჭოთა კავშირმა, ფორმალურად, თუმცა მაინც, მიიღო კანონი "მშვიდობის დაცვის" შესახებ.

მშვიდობიანი აქტი გაანხორციელა პოლ მაკარტნიმ. 1969 წლის 12 მარტს მან ლინდა ისტმანზე იქორწინა. სამაგიეროდ ამ დღეს ჯორჯ და პატი ჰარისონები დააპტიმრეს ნარკოტიკების შენახვის გამო.

სანამ დედამიწაზე ხალხი ომებითა და ქორწინებებით იყო დაკავებული. 1974 წლის 12 მარტს სადგური "მარსი 6" დაჯდა პლანეტა მარსზე და პირველად მოაწოდა დედამიწას მონაცემები მარსიანულ ატმოსფეროსა და ნიადაგზე.

ვიღაც დაპყრობითაა დაკავებული, ვიღაც კი თავს იცავს, 1999 წლის 12 მარტს პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი ნატოს წევრები გახდნენ .

Print
თეგები: #12 მარტი