გართობა
11 მარტი - ქაღალდის გამოგონებისა და რომეო და ჯულიეტას ნიშნობის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

11 მარტს ლიტვის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, ხოლო ზამბია - ახალგაზრდების, ტუვალუ  კი მეგობრობის დღეს აღნიშნავს.
რუსეთში ნარკოკონტროლის ორგანოს წარმომადგენლები ზეიმობენ საკუთარ პროფესიულ დღეს.

ბევრი ეს ღონისძიება, მოვლენა და საკითხი სწორედ იმ მასალაზე გაფორმდა, რომელიც 105 წლის 11 მარტს ჩინელმა ცაი ლუნმა ბამბუკის გადამუშავების შემდეგ მიიღო. მიღებულ მასალას დღეს ქაღალდს უწოდებენ.

ცაი ლუნიდან დავალებულია მთელი კაცობრიობა. მათ შორის უილიამ შექსპირი, რომელმაც სწორედ ამ ქაღალდზე დაწერა "რომეო და ჯულიეტა". შექსპირს თუ დავუჯერებთ ვერონელი შეყვარებულები 1302 წლის სწორედ 11 მარტს დაინიშნენ.

1682 წლის 11 მარტს ინგლისის მეფე კარლ მეორემ სამხედროებისთვის ჩელსიში სამეფო ჰოსპიტალი დააარსა.

ინგლისელები 11 მარტს ბეჭდურ საქმეშიც გამორჩეულები აღმოჩნდნენ. 1702 წლის აღნიშნულ რიცხვში გამოიცა პირველი ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი "«The Daily Courant».

1811 წელს ნოტინჰემში დაიწყო ლუდიტების აჯანყება მანქანების წინააღმდეგ. ლუდიტები ის ხალხი იყო, რომლებიც მანქანებს ადამიანების მტრად მიიჩნევდნენ. მანქანებმა ადამიანები ჩაანაცვლეს მრეწველობაში და ისინი უმუშევრები დატოვესო, ჩიოდნენ ლუდიტები.

ცაი ლუნის გამოგონება გაახსენდათ კანადაში და 1835 წლის 11 მარტს ბანკნოტების ბეჭდვა დაიწყეს.

1851 წლის 11 მარტს გაიმართა ჟუზეპე ვერდის "რიგოლეტოს" პრემიერა ვენეციაში.

ინგლისის მეფის გეორგ V-ის მეუღლე მარიამი გახდა პირველი ქალი, რომელმაც 1921 წლის 11 მარტს მიიღო დოქტორის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში.

1931 წელს საბჭოთა კავშირში აიკრძალა ბიბლიის შემოტანა და გავრცელება.

1967 წლის 11 მარტს კი დაფიქსირდა Beatles -ის Yesterday-ის 446 ვერსია, სიმღერის, რომელიც ორი წლით ადრე გამოვიდა.

1967 წლის 11 მარტი მნიშნელოვანი დღეა Pink Floyd-ის მოყვარულთათვის. ამ დღეს პირველად გამოქვეყნდა ჯგუფის ორი სინგლი, რომელიც ორ კომპოზიციას მოიცავდა Arnold Layne  და  Candy And А Currant Bun.

1970 წლის 11 მარტს დიდი გულუხვობა გამოიჩნა პაბლო პიკასომ. მან საკუთარი 800 ნამუშევარი ბარსელონას მუზეუმს გადასცა.

სამაგიეროდ, საუკუნის სიხარბე გამოავლინა მილიარდერის შთამომავალმა პატი ჰერსტმა. მან 1976 წელს შეიარაღებულ ძარცვაში მიიღო მონაწილეობა. რისთვისაც 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა,  ერთ წელიწადში გამოუშვეს 5 წლიანი პირობითი სასჯელით.

Print
თეგები: #11 მარტი