გართობა
2 მარტი - მოგზაურების, გლეხებისა და Beatles -ის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


გლეხები ყველაზე მეტად მიანში, იგივე ბირმაში უყვართ. ამის გამოძახილია 2 მარტი. ეს დღე ბირმაში გლეხების დღედ ითვლება.

ეს დღე შეიძლებოდა მოგზაურების დღედაც დაგვესახელებინა, რადგან მაგალითად, 1498 წლის 2 მარტს ვასკო და გამას ექსპედიცია მოზამბიკში ჩავიდა. 1699 წლის 2 მარტს ფრანგმა მოგზაურებმა აღმოაჩინეს მისისპის სათავე. 1958 წლის 2 მარტს კი ინგლისელი მკვლევარის ფუქსის ექსპედიციამ პირველად გადაკვეთა ანტარქტიდა.

2 მარტს ავიდა ტახტზე რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II და 2 მარტს დაინიშნა ალექსანდრე პუშკინი ნატალია გონჩაროვაზე, ორივე ალექსანდრესთვის საბედისწერო აღმოჩნდა ეს ნაბიჯი.

სამაგიეროდ, 2 მარტი წარმატებული აღმოჩნდა ჟურნალ Time.-სთვის. 1923 წლის 2 მარტს გამოვიდა ჟურნალ Time-ის პირველი ნომერი.

2 მარტს აშშ-ში სხვა დასამახსოვრებელი მოვლენებიც მოხდა 1933 წლის 2 მარტს ნიუ-იორკში გაიმართა "კინგ- კონგის" პრემიერა.
1951 წელს გაიმარნთა NBA-ს პირველი თამაში, სადაც ყველა ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას.

2 მარტი დასამახსოვრებელი იყო ჯგუფ ბითლზისთვისაც. 1964 წლის 2 მარტს დაიწყო მათი პირველი ფილმის A Hard Day’s Night გადაღება. სწორედ ამ გადაღებებზე ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ჯორჯ ჰარისონი და პატი ბოიდი.

1967 წელს გრემის დაჯილდოების. მე-9 ცერემონიალზე, რომელიც ასევე 2 მარტს გაიმართა - წლის ალბომი ფრენკ სინატრას Strangers in the Nightგახდა, არადა ნიმინანტებს შორის ჯონ ლენონისა დ ა პოლ მაკარტნის Michelle. იყო დასახელებული.

და საერთოდ ეს რიცხვი მუსიკოსების ცხოვრებაში მნიშვნელოვან თარიღად სახელდება. 1974 წლის2 მარტს სტივ უნდერი გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე 5 ჯილდოს იღებს.
1968 წელს სიდ ბარეტი ტოვებს მშობლიურ Pink Floyd. -ს.

თუკი მეოცე საუკუნე მუსიკალურობით გამოირჩა. 21-ე საუკუნის 2 მარტი ბარბაროსული აქტით შევიდა ისტორიაში. 2001 წელს თალიბებმა ბუდისტური კულტურის ძეგლები ააფეთქეს.


Print
თეგები: #2 მარტი