გართობა
27 თებერვალი - ქალთა პირველი ჟურნლის და „მიუნჰენის ბავარიას“ დაბადების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

27 თებერვალი განმანათლებლობის კუთხით გამორჩეული დღე აღმოჩნდა.

425 წლის 27 თებერვალს კონსტანტინოპოლის უნივერსიტეტი დაარსდა.

1781 წლის 27 თებერვალს ეკატერინე მეორემ სანკტ-პეტერბურგში "საქალაქო სკოლების" დაარსების შესახებ ბრძანება  გამოსცა. ანუ რუსეთის იმპერიაში პირველად გაიხსნა საჯარო სკოლები.

1825 წელს გამოიცა პუშკინის ნაწარმოების ევგენი ონეგინის პირველი თავი.

1693 წელს გამომცემლებს გაახსენდათ ქალების არსებობის შესახებ და აღნიშნული წლის 27 თებერვალს ბრიტანეთში გამოვიდა მსოფლიოში პირველი ჟურნალი ქალებისთვის (The Ladies' Mercury).

ცოტა ძნელი გასარკვევია რაზე იფიქრა და რა გაახსენდა იმპერატორ თეოდოს პირველს, როდესაც მან 380 წლის 27 თებერვალს გამოსცა ედიქტი, რომელიც ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად აცხადებდა. ისიც საკამათოა ამან ქრისტიანობას არგო თუ აზარალა.

სამაგიეროდ, ერთმნიშვნელოვნად გაუმართლათ რუსეთში ადამიანებს, როდესაც 1882 წლის 27 თებერვალს კერძო პირებს ტელეფონის დადგმის უფლება მისცეს.

1883 წლის 27 თებერვალს დააპატენტეს ავტომატი, რომელიც სიგარებს ახვევს.

1900 წლის 27 თებერვალს გერმანიაში შეიქმნა საფეხბურთო კლუბი "მიუნჰენის ბავარია"

1933 წელს ჰოლანდიელმა ფანატიკოსმა კომუნისტმა რაიხსტაგი დაწვა.
Print
თეგები: #27 თებერვალი