საზოგადოება
20 თებერვალი - თანასწორობის, ვულკანების, კოსმოსური ოდისეების და სხვა დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვზე წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

20 თებერვალი სოციალური თანასწორობის მსოფლიო დღეა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უხერხულად აღსანიშნი დღესასწაული დღევანდელ იერარქიულ საზოგადოებაში.

სამაგიეროდ, ამერიკაში აღნიშნავენ ამაყად პრეზიდენტის დღეს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო აქამდე. თუმცა,  ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ არაა გამორიცხული განწყობები შეეცვალოთ.

20 თებერვალი 2013-2014 წლებში უკრაინაში მეიდანზე დაღუპულების ხსოვნის დღეა .

ამ დღეს ბევრ წმინდანს მოიხსენიებს მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკე კი მხოლოდ ორს  - ვინმე ვულფრიკს და ელეფტერს.

შესაბამისად, 20 თებერვალს სახელის დღე შეგიძლიათ მიულოცოთ თქვენს სანაცნობოში არსებულ უთვალავ ვულფრიკებს და ელეფთერებს.

მოსალოცად ნაკლებად ჰქონდათ საქმე 1943 წელს მექსიკაში (პრინციპში არც სხვაგან) სიმინდის ყანაში სრულიად მოულოდნელად ვულკანმა პარიკუტინმა ფორმირება დაიწყო და გვარინად დააზარალა ადგილობრივები.

20 თებერვალი მეოცე საუკუნის სხვადასხვა წლებში კოსმოსური ოდისეების და როკ-ჯგუფების ჩამოყალიბების დღეა. ორივე ამ საქმეში რუსებმა გამოიჩინეს თავი. კოსმოსში მეტად, როკში - ნაკლებად.

Print