გართობა
„რეზო და ბავშვები“ ქუთაისში კონცერტს გამართავს
FaceBook
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.

კონცერტი, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 19:30-დან დაიწყება.

ორგანიზატორები
მსმენელს პოზიტიურ და ენერგიული საღამოს ჰპირდებიან.

კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე შეეძლებათ.

მუსიკალური საღამო მულტიფუნქციური სივრცე "Underground Shanghai"-ს ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

„რეზო და ბავშვები“ პოპულარობას წლებია ინარჩუნებს და ამის ერთ-ერთი მიზეზი მათი ენერგიული და მხიარული live შესრულებებია, რომლებიც მსმენელს ასე განსაკუთრებით უყვარს.


Print