გართობა
მერიამ, ქუთაისში, ნაძვის ხის საზეიმოდ გასანათებლად "ღამის შოუს ბენდი" მიიწვია
FaceBook
ქუთაისში მერიამ, 23 დეკემბერს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ გასანათებლად ტელეკომპანია "იმედის"  "ღამის შოუს ბენდი" შეარჩია.
მერიის ოფიციალურ გვერდზე დადებული საახალწლო პროგრამიდან სჩანს, რომ წინასაახალწლო კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება და ორი საათი გაგრძელდება. მას მსახიობი კახა მიქიაშვილი წაიყვანს.

„ღამის შოუს ბენდი“ წელს ხარაგაულშიც იმღერებს, სადაც წინასაახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ქუთაისში 23 დეკემბერს გასამართი ღონისძიებები ჯამში 200 000 ლარი დაჯდება. მერიამ შესყიდვა, ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით განახორციელა.


ამავე თემაზე:

23 დეკემბრიდან ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები იწყება - ნახეთ პროგრამა

ქუთაისში მთავარ ნაძვის ხეს ამონტაჟებენ


ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე, საზეიმოდ, 23 დეკემბერს აინთება

"უნდა იყოს ცნობილი ტელეწამყვანი"- რა მოთხოვნები აქვს ქუთაისის მერიას 31 დეკემბრის კონცერტისთვის

შემსრულებლები, რომლებიც ქუთაისში ახალი წლის ღამეს იმღერებენ


ქუთაისში საახალწლო დეკორაციებით ქუჩების მორთვა დაიწყო


Print