ახალი ამბები
დღეს, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება
FaceBook
20 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას იხილავს.

ფესტივალზე, საკონკურსო პროგრამის პარალელურად, ტრადიციულად ნაჩვენები იქნება ახალი და ძველი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები.

წლევანდელი გამოშვების - "ქვეყანა-ფოკუსის" ფარგლებში უჩვენებენ ჩეხური ახალი ტალღის და ბელგიელი კინემატოგრაფისტის, შანტალ აკერმანის კინოს.

2023 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, კინოთეატრ „საქართველოში“  19: 00 საათზე გაიმართება.

დასწრება უფასოა.

ფესტივალის მხარდამჭერებია TBC Concept და ქუთაისის მერია.
Print