ახალი ამბები
„ქუჩის ბიჭები“, თამუნა ამონაშვილი, თიკა ჯამბურია - მთავრობის ორგანიზებული კონცერტი ქუთაისში
FaceBook
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, 1 ივლისს, ქუთაისში, მუსიკალურ საღამოს გეგმავს.

ქალაქის ცენტრალურ ბულავრში, საზოგადოების წინაშე, ის მომღერლები წარსდგებიან, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან. მათ შორისაა, „ქუჩის ბიჭების“ ბენდი, რომლის ერთ-ერთი წევრიც ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილეა. ასევე, თამუნა ამონაშვილი და თიკა ჯამბურია.

ჩატარდება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც, ამასთან, საპნის ბუშტების შოუ, გვირგვინების შექმნის მასტერკლასი და სხვა აქტივობები.

მუსიკალური საღამო 19:00-ზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება. 

ღონისძიების პროგრამა:

19:00 – 20:00 ფონური მუსიკა;

19:00 – 20:00 ანიმატორები, საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი;

19:00 – 21:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

20:00 – 21:30 სახის მოხატვა, გვირგვინების შექმნის მასტერკლასი;

20:00 – 21:30 ბენდი „ქუჩის ბიჭები“, თამუნა ამონაშვილი, თიკა ჯამბურია.


Print