ახალი ამბები
ქუთაისში დღეს როკ-ფესტივალი გაიმართება
FaceBook
დღეს, 9 ივნისს, ქუთაისს Rockაია აახმაურებს.

როკ-კონცერტი, მუხრანის ტყე-პარკში, 18:00 საათზე დაიწყება, ბენდების გამოსვლა კი 19:00 საათიდან 00:30 საათამდეა დაგეგმილი.

როკმოყვარულების წინაშე დღეს შემდეგი ჯგუფები წარსდგებიან: REGGAEON, Mechanical Rainbow, melqo, skazz და თორნიკე გაგოშვილი.

ფესტივალზე მისულებს ადგილზე სარავე სივრცეებიც დახვდებათ. ამასთან, მუნიციპალური ტრანსპორტი კონცერტის დასრულებამდე იმუშავებს.

Rockაია ორი დღე გაგრძელდება. შესაბამისად, ხვალ, 10 ივნისს ჯფუფები: „პელარგონია“, „კოსმოსი“, „პანიკა“, “არა“ და ბაჩო ჯიქიძე იმღერებენ.

როკ-კონცერტი ქუთაისში მესამედ ტარდება. დასწრება თავისუფალია.

Print