გართობა
9-10 ივნისს ქუთაისში როკ-ფესტივალი გაიმართება
FaceBook
ზაფხულის სეზონი ქუთაისში როკ-ფესტივალით დაიწყება - 9-10 ივნისს ქალაქს Rockაია აახმაურებს.

ორდღიანი კონცერტის ფარგლებში, როკის მოყვარულების წინაშე 10 ჯგუფი წარსდგება: „რეგიონი“, „არა“, ბაჩო ჯიქიძე, skazz, Melqo, „პანიკა“, Mechanical reinbow, „პელარგონია“, თორნიკე გაგოშვილი და „კოსმოსი“.

როკ-კონცერტი, რომელიც ქუთაისში უკვე მესამედ ტარდება, ამჯერად, მუხნარის ტყე-პარკში 19:00-20:00 საათიდან გაიმართება.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.


Print