ახალი ამბები
რა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულზე (პროგრამა)
FaceBook
ქუთაისის მერიამ ორმაისობის დღესასწაულზე დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

"გვირილობის" დღესასწაულზე მიძღვნილი ღონისძიებები ძირითადად ისეთივე ტრადიციულია, როგორც თავად ორმაისობა. 

„ქუთაისქალაქობა 2023“-ის აღნიშვნა, როგორც ყოველთვის, ქალაქის დალოცვით, ბაგრატის ტაძრიდან დაიწყება. ამის შემდეგ ქალაქისა და მხარის პირველი პირები სამი ოთარის ძეგლს პატივს მიაგებენ და ყვავილებით შეამკობენ.

12:00 საათიდან ცენტრალურ ბულვარში სტარტს აიღებს ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები.

კულტურული ღონისძიებები დაგეგმილია თეთრი ხიდის მიმდებარედ და ვერიკო ანჯაფარიძის სკვერშიც. ამასთან, მესხიშვილის თეატრში, სადაც თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებას 20:30 საათზე ცენტრალურ მოედანზე თბილისის ბიგ-ბენდის გალა-კონცერტი დაასრულებს.

„ქუთაისქალაქობა 2023“ ოთხი დღის მანძილზე გაიმართება.

იხილეთ პროგრამა:





ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.
Print