გართობა
"აიარეთ სიყვარულის ასი საფეხური და იპოვეთ თქვენი გული"
FaceBook
ქუთაისში, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც 14 თებერვალს იყო დაგეგმილი და უამინდობის გამო გადაიდო, 15 აპრილს გაიმართება.
ამ დღესთან დაკავშირებით ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბესთან 13:00 საათიდან "შთამბეჭდავი და მასშტაბური ფოტო სივრცე" - "აიარეთ სიყვარულის ასი საფეხური და იპოვეთ თქვენი გული" მოეწყობა.

მოქალაქეებს ადგილზე სამახსოვრო ფოტოების გადაღება შეეძლებათ. 

14 თებერვალს, ე.წ. ვალენტინობის დღეს, DJ გიგა პაპასკირის კონცერტიც იგეგმებოდა, თუმცა, როგორც DMO იმერეთის ხელმძღვანელი მარი დევიძე განმარტავს, აღდგომის წინასადღესასწაულო მძიმე დღეების გამო მუსიკალური აქტივობა დღის წესრიგიდან ამოიღეს. 

სიყვარულის დღე საქართველოში 1994 წლიდან ყოველ 15 აპრილს აღინიშნება.

Print