გართობა
როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე
FaceBook
ნაძვის ხე საშობაო და საახალწლო დღესასწაულების მთავარი ატრიბუტია.
არსებობს ლეგენდა, რომ ახალი წლის ღამეს, ყველა ოჯახში ლამაზად მორთულ ნაძვის ხეზე ფუძის ანგელოზი ჯდება და ოჯახს ლოცავს.

ნაძვის ხის აწყობის თარიღი არავის განუსაზღვრავს. ზოგი მას დეკემბრის ბოლომდე არ რთავს, ზოგიერთი კი ნოემბრამდეც კი ძლივს ითმენს.

თუმცა, როდესაც ჩნდება კითხვა: როდის დავშალოთ ნაძვის ხე, ნათლისღებამდე, თუ მის შემდეგ?- ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.

უბრალოდ, არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს. ამიტომ, ამბობენ, რომ ნაძვის ხე 19 იანვრამდე უნდა დაიშალოს.

გვხვდება ასეთი გამოთქმაც: „ნაძვის ხემ თქვა: ბარბარობას დამასწარით და ნათლისღებას გამასწარითო“. ამის გამო ბევრს სჯერა, რომ ნაძვის ხეს ნათლისღებამდე თუ არ აიღებენ, უბედურება მოხდება.

ძველად არსებობდა რწმენაც, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. 

სასულიერო პირები კი ამბობენ, რომ რადგან ნაძვის ხეს რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია, ნათლისღება მის დადგმასა თუ აღებასთან, არაფერ შუაშია.

თუკი ჩინურ კალენდარს გავითვალისწინებთ, ახალი წელი 1 თებერვალს დგება, ამიტომ ფენ შუის მიმდევრები გვირჩევენ, რომ ნაძვის ხე თებერვლის პირველ კვირამდე მაინც არ დავშალოთ.

Print