გართობა
მოდის ტრენდები 2023 წელს და გამარტივებული სამყარო
FaceBook
რას გვპირდება 2023 წლის მოდის ტენდენციები?!  რას და სიახლეებთან ერთად განმეორებებსაც.

2023 წელს ბევრი რამ გადმოყვება 2022 წლის მოდის ტენდენციებიდან.

მაგალითად, ფართო ჯინსები. 

ჯინსი, როგორც ფართო მოხმარების სამოსი ყოველი წლის მოდური ტანსაცმლის ჩამონათვალშია. იცვლება მხოლოდ დიამეტრი და შეფერილობა. 2023 წელს ფართო ჯინსები ჩვენი  გარდერობის ერთ-ერთი საჭირო სამოსი იქნება და კვლავ შეეცდება ცხოვრების გამარტივებას. 

ცხოვრების გამარტივების სამსახურში ჩადგებიან სპორტულებიც. კონფორტული სამოსი, რომლის მნიშვნელობის გასააზრებლად მთელი ამხელა პანდემია მოგვივლინა სამყარომ, 2023 წელსაც დაფასებული იქნება. ამიტომაც, ჰუდები და სპორტული ტანსაცმელი კვლავ მოთხოვნადი გახდება. 

როგორც მოდის კრიტიკოსები აღნიშნავენ 2023 წლის მოდის ტენდენციები ინსპირებულია 80, 90, 2000-იანი წლებით.

შეიძლება თამამად ვივარაუდოთ, რომ ყველაზე პოპულარულ მოდის ტენდენციებში ჩვენს თანამემამულე  დემნა გვასალიას მიუძღვის გვარიანი წილი.

შეიძლება მისივე დამსახურებაა, რომ 2022-2023 წლის შემოდგომა-ზამთრისთვის  ყველაზე მოთხოვნადი 90-იანი წლებით შთაგონებული სპორტული კოსტიუმები რომ არის, ფართო შარვლითა და მოკლე ქურთუკით.

2023 წელს მოდური გახდება ტყავი. ტყავის ქურთუკები, შარვლები, იქამდე პალტოები. ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ბუნებრივი ტყავის, რადგან ცხოველების წამებით სიკვდილის გამორიცხვა  და მათი დანდობა, როგორც 2023 წელს ასევე  ყველა მომდევნო წელსაც მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.

ახალი წელი თავისებურად გადააწყობს ფერების პალიტრასაც.

როგორც აღმოჩნდა ახალ 2023 წელს ცივი ფერების მოდა ჭარბობს თბილ ფერებს.

მოდაში იქნება 

შავი;

თეთრი;

ლურჯი;

ცისფერი;

ფირუზისფერი;

ყვითელი;

ნარინჯისფერი;

ვარდისფერი.

ამ ჩამონათვალში შავი და თეთრი პირველ ადგილს იჭერენ აქაოდა შავი კურდღლის წელიაო. თუმცა შავ-თეთრის ინსპირატორი შეიძლება სულაც სხვაგანაა. მაგალითად, სერიალში და სულაც შავ- თეთრი გოგონა უენსდეი ადამსი კარნახობს სტილისტებს მოდას. 

ან ინსპირაციის წყარო სერიალიც არაა და  ამ ფერების წამოწევის მიზეზი საერთოდ სხვაგან იძებნება.

ომმა უკრაინაში სრულიად ნათლად გაყო სამყარო ორ ნაწილად  - შავად  და თეთრად  ამან კი თავის მხრივ ძალიან ადვილი გახადა არჩევანის გაკეთება, სად არის სიკეთე და სად ბოროტება, ვის მხარეს უნდა იყო და ვის მხარეს არა, ვის მხარეს ყოფნით რჩები ადამიანად და ვის მხარეს არა. 

და ეს შავ-თეთრ სამოსშიც აისახა.

აქამდე არასდროს ყოფილა მოდა ასეთი შავ-თეთრი, „პოლიტიკური“ და მარტივი როგორიც იგი 2023 წელს იქნება.
Print
თეგები: #2023 წლის მოდა