ახალი ამბები
"დროებითაა შეჩერებული“ - კინო „საქართველო“ აღარ მუშაობს
FaceBook
კინო "საქართველომ"  მუშაობა რამდენიმე კვირაა შეაჩერა. სეანსები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან აღარ მიმდინარეობს.

"ქუთაისპოსტის" ინფორმაციით,  კინოთეატრს მუშაობა დროებით აქვს შეწყვეტილი.

კინოთეატრში ტექნიკის განახლება და რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

კინო „საქართველომ“ მუშაობა შესაძლებელია დეკემბრიდან ან იანვრიდან განაახლოს.

კინოთეატრში ახალი აპარატურა დამონტაჟდება და ცვლილება მოხდება სტაფის შემადგენლობაშიც. 

კინოთეატრი " საქართველო" ქუთაისში 2018 წლის 16 თებერვალს გაიხსნა.  

კინოთეატრის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.
Print