გართობა
ქუთაისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება
FaceBook
"Iare Festival" in Kutaisi - ქუთაისში ამ სახელწოდების ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება. 

კონცერტი 29-30 ოქტომბერს მოეწყობა ვერიკო ანჯაფარიძის, იგივე სიყვარულის ბაღში.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ Zapa, Lasha Guruli, Chikovani და სხვები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან Iare, Lasha Guruli და Chikovani.

ფესტივალს ფინანსურ მხარდაჭერას ქუთაისის მერია უწევს. 

ფესტივალი შაბათს 16:00 საათზე დაიწყება. 

დასწრება თავისუფალია.
Print