ახალი ამბები
დღეიდან ქუთაისში როკ-ფესტივალი იხსნება
FaceBook
Rock’აია - Rock’AIA ამ სახელწოდების როკ-ფესტივალი ქუთაისში დღეს 17 ივნისს გაიხსნება და ორ დღეს გასტანს.

როკ-კონცერტები ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის, იგივე სიყვარულის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან პოპულარული როკ-ჯგუფები. 

17 ივნისის შემდეგი ჯგუფები დაუკრავენ  - SILENCE, CYCLE ERROR, VODKA VTRAIOM, დაგდაგანი.

18 ივნისის საფესტივალო დღე კი ჯგუფებს  - „ნუ მიეყრდნობი“, 4 D Monster Lobsters და LOUD speaker-ს დაეთმობა.

დღის განმავლობაში იგეგმება ბევრი სხვა აქტივობაც.

ფესტივალი 20 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.




Print