ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალმა ფილმების მიღება დაიწყო
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი  2022 წლის კონკურსზე ფილმების მიღებას იწყებს.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით,  ფესტივალზე ნებისმიერი ჟანრის ფილმი (გარდა ანიმაციისა) ორ კატეგორიაში მიიღება:

მოკლემეტრაჟიანი ფილმები (10-35 წუთი);

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები (10-35 წუთი);

მოთხოვნები:

ფილმის გადაღება 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ უნდა იყოს დასრულებული.

უნდა ჰქონდეს ინგლისური სუბტიტრები.

შერჩევის შემთხვევაში სკრინინგისთვის მიიღება მხოლოდ DCP ფაილები.

ფილმების მიღება ხდება Filmfreeway პლატფორმის საშუალებით (იხილეთ ქვემოთ).

შერჩევა დასრულდება 2022 წლის 1 აგვისტოს, მონაწილეებს კი ინდივიდუალურად ეცნობებათ შერჩევის შედეგების შესახებ.

უკრაინელი კინორეჟისორების მხარდასაჭერად მათ ფილმებს უფასო წაივერ კოდით მივიღებთ: სლავაუკრაინი

ფილმების გადმოგზავნა შესაძლებელია ამ მისამართზე: https://filmfreeway.com/kutaisi

ფილმების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ივნისი.

ფესტივალის ფაისბუკგვერდზე მითითებული თარიღის თანახმად ფესტივალი 2022 წლის  24-30 სექტემბერს გაიმართება. 

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერი ქუთაისის მერიაა.
Print