ახალი ამბები
"ოთარის სიკვდილი“ - ქუთაისში ქართული ფილმების პრემიერების განახლებული აფიშა
FaceBook
26 თებერვალს კინო „საქართველოში“ ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება სოსო ბლიაძის ფილმი  "ოთარის სიკვდილი".

ფილმის ჩვენება მერიის, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალისა და კინოთეატრ " საქართველოს" ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

სოსო ბლიაძის ფილმმა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე კრიტიკოსთა ჯილდო მოიპოვა. ოთარის სიკვდილი საქართველო-გერმანია-ლიეტუვის ერთობლივი პროდუქციაა.

"ოთარის სიკვდილი" მოგვითხრობს დედა-შვილზე, ქეთისა და ნიკაზე, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ნიკა შემთხვევით მოხუცს შეეჯახება, დაზარალებულის ოჯახი კი მის წინააღმდეგ ბრალის შეტანას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიფიქრებს, თუ დედა-შვილი ზარალს ნაღდი ფულით აანაზღაურებს. ქეთის შვილის ციხიდან დასახსნელად დიდი თანხის შეგროვება უწევს. მოულოდნელი შემობრუნება დრამას ტრაგიკომიკურ სახეს აძლევს.

კინოსეანსებზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 2 ლარია. 

თანამედროვე ქართული ფილმების პრემიერები ქუთაისში, ერთი წლის განმავლობაში, ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება.

პროექტის ფარგლებში შედგენილმა აფიშამ ცვლილება განიცადა. გთავაზობთ განახლებულ ვერსიას:


აღნიშნული პროექტის ფარგლებში პირველი ჩვენება 29 იანვარს, გაიმართა. Წარმოდგენილი იყო კეკო ჭელიძის დოკუმენტური ფილმი "მკვდარი სულების არდადეგები".

Print