ახალი ამბები
31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცეს
FaceBook
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს სტუმრების შეზღუდული რაოდენობით მუშაობის უფლება მიეცემათ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;

პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;

აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის პისიარ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა .

"რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ". - წერია მთავრბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.
Print