გართობა
როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს და რას უნდა ველოდოთ მისგან
FaceBook
ამბობენ, ახალ წელს, როგორც შეხვდები ისეთივე წელი გექნებაო. ამიტომ ამ დღესასწაულისთვის განსაკუთრებით ემზადებიან.
2022 წელი ლურჯი ვეფხვის წელია.

ასტროლოგების თქმით, ვეფხვის წელი ადამიანებში გააღვიძებს ოპტიმიზმსა და მიზანსწრაფვას, აიძულებს მათ ოცნებებისკენ სწრაფად იარონ.

ასტროლოგები ფიქრობენ, რომ 2022 წელი იქნება ინოვაციებისთვის აქტიური პერიოდი. შეიძლება ითქვას, რომ ვეფხვი მფარველობს არა მათ, ვისაც სიყვარული შეუძლია, არამედ მას, ვინც მზადაა ცხოვრებაში სასურველ სიმაღლეებს მიაღწიოს.

2022 წელს უმჯობესია, ხელმომჭირნეობა, ფულის გონივრული ხარჯვა და დაგროვება. ნუ გარისკავთ და ფულს ნუ დააბანდებთ საეჭვო საქმიანობაში.

ვეფხვი ერთგული ცხოველია, ამიტომ მიუხედავად მთელ მსოფლიოში არსებული ვითარებისა, ოჯახი უსაფრთხოდ იქნება. ოჯახური სიმყუდროვე, სიმშვიდე, გაგება სიყვარულში – სწორედ ამას უნდა ველოდოთ მომავალ წელს.

ასტროლოგების თქმით, ვეფხვის წელში უნდა ველოდოთ დიდ ცვლილებებს და რეფორმებს.

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2022 წელი შავი წყლის ვეფხვის წელი იქნება. ის ძალაში 2022 წლის 1 თებერვლიდან შევა და წლის მფარველად 2023 წლის 21 იანვრამდე დარჩება. დღესასწაულის თარიღი წლიდან წლამდე იცვლება, მაგრამ ყოველთვის 21 იანვრიდან 20 თებერვლამდეა. იმ მომენტამდე კი კაცობრიობა კვლავ თეთრი მეტალის ხარის მფარველობის ქვეშ იქნება.

ვეფხვს რომ ასიამოვნოთ, ხმაურიან და მასშტაბურ წვეულებას ოჯახური გარემო ამჯობინეთ ან - ნათესავებთან სტუმრობა. 2022 წელს ჩაცმულობაში "ვეფხვური" პრინტი იქნება მოდური. ვეფხვს მოსწონს ძვირფასი, მაგრამ მოკრძალებული აქსესუარები - ძვირადღირებული.

რაც შეეხება ფერთა გადაწყვეტილებებს, ისინი განსხვავებულია ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, მაგრამ არსებობს უნივერსალური ვარიანტებიც: შავი და წყლის ფერები. დიზაინერები გვირჩევენ, რომ შევარჩიოთ მდიდრული ქსოვილებისგან დამზადებულ ტანსაცმელი - აბრეშუმი, შიფონი, ხავერდი.

რაც შეეხება სუფრას, მენიუ შეგიძლიათ ძალიან მრავალფეროვანი გქონდეთ. შეგიძლიათ მოამზადოთ ყველაფერი, ხორციანი კერძები და ბოსტნეულის სალათებიც.
Print