გართობა
რა იქნება მოდაში 2022 წელს?!
FaceBook
2022 წელი, მოდის მხრივ,  საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება.
დიზაინერების თქმით, ზამთრის სეზონზე აქტუალური იქნება ნაქსოვი ქსოვილისგან დამზადებული ტანისამოსი, რომელიც გაფორმებული იქნება სხვადასხვა ორნამენტებით.

2022 წლის მოდაში შეზღუდვები ნაკლებად შეგვხვდება. გაზაფხულზე მოდაში იქნება გრძელი შორტები - ეს ტენდენცია საკმაოდ საკამათოა, მაგრამ, გრძელი შორტი ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას და სითბოს დადგომასთან ერთად გამოჩნდება მოდური გოგონების სამოსში.

მოდის ინდუსტრიაში არაფერი ისე არ ფასობს, როგორც სიმსუბუქე, ამიტომ წელს ბოჰემურ სტილს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დიზაინერები წელს გვთავაზობენ, გადავხედოთ საკუთარ სამოსს. მსუბუქი ქსოვილები, პრინტები, მაკრამე, ნაქსოვი ჩანართები, ტალღოვანი სილუეტები – ამ ყველაფრით შესაძლებელია გახდე თანამედროვე მოდის მიმდევარი.

2022 წლის გაზაფხულ-ზაფხულის სეზონის მთავარი მატერია იქნება ტრიკოტაჟი. იგი ძალიან მსუბუქია და სატარებლადაც მარტივი. განსაკუთრებით ფავორიტია – პასტელისფერი კოსტიუმები და რბილი ჯემპრები.

2022 წლის ახალი წლის გამოსახულების შესაქმნელად, დიზაინერების თქმით, არ უნდა გამოიყენოთ წითელი და ცხოველური პრინტები - უმჯობესია შეინახოთ ისინი სხვა შემთხვევისთვის. სამაგიეროდ, უპირატესობა მიენიჭება პასტელის და მშვიდი ჩრდილების კოსტიუმებს, რომლებიც ადვილად შერწყმულია ერთმანეთთან.

რაც შეეხება ვარცხნილობას, მოდაშია როგორც შეკრული, ასევე გაშლილი თმა.

2022 წელს მოდაში იქნება თეთრი, ნაცრისფერი და რუხი-ლურჯი, ლურჯი, ყავისფერი და შოკოლადისფერი, ასევე მწვანე ფერი.



Print