ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის 11 მაისის პროგრამა
FaceBook
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეოთხე დღე მიმდინარეობს.

ფესტივალის  ფარგლებში 11 მაისს წარმოდგენილი იქნება საკონსკურსო პროგრამა და  თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

11:00 საათი - მთავარი კონკურსი:

მენიუ ხვალისთვის - რეჟ. კაზუჰირო კიუჩი
იაპონია, 2020. 20წთ. ფერადი

მშვიდად იყავი - რეჟ. იაია სიმანკოვა
შეერთებული შტატები, 2019. 14 წთ. ფერადი

ცუდი ქალიშვილი - რეჟ. სვეტლანა სიგალაევა
რუსეთი, 2020. 25 წთ. ფერადი

პერსონა - რეჟ. რემი რონდო
საფრანგეთი, 2020. 18წთ. ფერადი

თევზაობა - რეჟ. თორნიკე ბზიავა
საქართველო, 2018. 17წთ. ფერადი

15:00 საათი თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები 
ადამიანი და დრო - გაუცხოების ფაქტორი 
მამა (25წთ) - რეჟ. დათა ფირცხალავა

ანა, იძინებს მზე (29წთ) - მარგო ზუბაშვილი

აპრილის სუსხი (15წთ) - რეჟ. თორნიკე ბზიავა

დაცვის პოლიციელი (25წთ) - რეჟ. გიგა ხაინდრავა

1 საათი და 34 წუთი / 1 ჰოურ 34 მინ

საღამოს დაასრულებს  მიხეილ კობახიძის ფილმები - "ქორწილი","ქოლგა","მუსიკოსები“, რომლებიც 17 საათზე გაიმართება.

ფესტივალი გამარჯვებულებს 12 მაისს დაასახელებს.

საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს, "ოქროს დინოზავრს", გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში – საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.

1-5 წუთიანი ფილმების კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი და მოყვარული ავტორები, საუკეთესო ფილმისთვის გაიცემა 1 პრიზი სახელწოდებით "დინოზავრის ნაკვალევი".

სეანსებზე გაიმართება "კინო საქართველოს" კინოდარბაზებში



Print